EUGBC

Georgia-Ukraine Business Round Table

     

ოთხშაბათს, 21 ივლისს “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო”,“საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაციისა” და „უკრაინის ბიზნესისა და ვაჭრობის ასოციაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად გაიმართა საქართველო-უკრაინის ბიზნეს მრგვალი მაგიდა.    შეხვედრის დასაწყისში ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს EUGBC-სა და „უკრაინის ბიზნესისა და ვაჭრობის ასოციაციას“, „საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაციასა“ და „პოლტავას სამრეწველო სავაჭრო პალატას“ შორის.
   აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართული და უკრაინული ბიზნეს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

   შეხვედრას დაესწრნენ ქართველი და უკრაინელი ბიზნესმენები, ასევე შეხვედრის მსვლელობისას გაიმართა დამსწრე კომპანიების  პრეზენტაციები.