EUGBC

News

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით 30 სექტემბერს გაიმართა იტალიური ბრტყელი პურის საცხობის „რომივერია“-ს საცერემონიო გახსნა და ასევე, საიტ ვიზიტი კომპანიაში „ელექსირ გლობალი“.

კომპანია „რომივერია“ დაარსდა 2019 წელს და ახორციელებს თანამედროვე სტანდარტების საცხობის და ნახევარფაბრიკატების პროექტს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

პირველ ეტაპზე საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, პიადინას შესთავაზებს, მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ნახევარფაბრიკატების წარმოების პროექტი: ასორტიმენტში იქნება მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი, ასორტი ღვინისთვის ქართული ყველით, ჩირეულით და თხილით.

მისი ჯამური ღირებულება 1.000.000 ევროს აღწევს, საიდანაც კერძო ინვესტიცია შეადგენს 650.000 ევროს, ხოლო ბანკის ფინანსური ჩართულობა – 250.000 ევრო. ობიექტზე დასაქმებული იქნება 35 ადამიანი.

„რომივერია“ არის ადგილი, სადაც იტალიური ტექნოლოგიები ერწყმის ქართულ მიწას და სულს იმისათვის რომ შეიქმნას გემრიელი, უვნებელი პროდუქტი.

შპს „ელექსირ გლობალი“ არის ქართული კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს. Elixir-ის ინოვაციური პროდუქცია შეიქმნა ცობილი მეცნიერების მონაწილეობით ევროპის წამყვანი ლაბორატორიებიდან და საერთაშორისო პატენტების მქონე გამომგონებლების მიღწევებით.

ელექსირი არის ეკოლოგიურად სუფთა და ბიო პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით, ექსპორტირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს ქართული ბიოპროდუქტების პოპულარიზაციას.
         შპს „ელიქსირ გლობალი“ აწარმოებს პროდუქციას 3 სექტორისთვის „ელექსირის“ ბრენდის სახით:

  • ელექსირიდეზინფექციისთვის;
  • ელიქსირი აგრონომიისთვის;
  • ელიქსირი ვეტერინარული გამოყენებისთვის.

 


 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, 14-15 სექტემბერს თბილისში 

Continue reading


ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, 8-9 სექტემბერს მარნეულში “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” (DCFTA) 

Continue reading