EUGBC

DCFTA სემინარი თელავში

3 – 4 სექტემბერს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების

 (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებულ შესაძლებლობებზე სემინარი ჩატარდა.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა  ევროკავშირ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მიმდინარე რეფორმების, ასევე რეალური შესაძლებლობების და მხარდამჭერი მექანიზმების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის უფრო ფართოდ გაცნობა.

ევროპის ფონდის მხარდაჭერით სემინარი ჩაატარა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ. თელავის გარდა, იგივე შინაარსის სემინარი ტარდება საქართველოს  8 მუნიციპალიტეტში.