EUGBC

სემინარი DCFTA-ს ფარგლებში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებულ შესაძლებლობებზე

 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, 14-15 სექტემბერს თბილისში 

 “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებულ შესაძლებლობებზე სემინარი ჩატარდა.

 სემინარის  მიზანი იყო ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო ფართოდ გაცნობოდა ევროკავშირ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს, საკუთარი პროდუქციის წარმატებული ექსპორტისა და ბიზნესის განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობის  გამოსაყენებლად.

სემინარები ევროპის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ (EUGBC) და იგივე შინაარსის სემინარი ჩატარდა საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში და მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ევროპის ფონდისა და EUGBC-ის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ.

ევროპის ფონდი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში აქტიურად უწყობს ხელს სამოქალაქო თანამონაწილეობას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

EUGBC-ს ორგანიზაციული მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერებას და წლების განმავლობაში აქტიურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმარათულებით.