EUGBC

საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებების გაცნობის მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრა


ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კაჭარავამ მონაწილეობა მიიღო საბაჟო მიმართულებით
გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებების გაცნობის მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრაში.
?შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაციები და შეხვედრაში მონაწილეებს სხვა ცვლილებებთან ერთად ის საბაჟო პროცედურები გააცნეს, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელი ხდება საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება.
✔️2022 წლის 14 მაისიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სხვა მიმართულებებთან ერთად, თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა – „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი, განსხვავებული საფასურები დგინდება.
?ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=615