EUGBC

მრგვალი მაგიდა “ვაქცინაცია და რეგულაციები”

 

14 მაისს, ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭოს 

ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა 

“ვაქცინაცია და რეგულაციები”.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძე, ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მდე ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა და ასევე, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა.