EUGBC

Rustavi Steel LLC

 

“რეორგანიზაცია  შპს  რუსთავის  ფოლადში”

შპს რუსთავის ფოლადი იწყებს რამდენიმე ასეული მუშაკის დათხოვნას. ეს მძიმე გადაწყვეტილება გამოწვეულია როგორც გლობალური ფაქტორებით, კერძოდ საერთაშორისო ბაზრებზე ლითონის ნაკეთობათა ფასების მკვეთრი შემცირებით, ასევე ადგილობრივი – კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული გაუმართლებელი სასამართლო პროცესებით გამოწვეული შეზღუდვებით.

ფოლადის ნაწარმზე ფასები 2014 წლის ბოლოსთვის საშუალოდ 40%-ით შემცირდა. ამან გამოიწვია რუსთავის ფოლადის საფინანსო მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. 2015 წლის დასაწყისიდან კომპანიის მენეჯმენტმა გაატარა ეფექტიანობის ამაღლების რიგი ღონისძიებები, რაც ქარხანას საშუალებას აძლევდა ფუნქციონირება გაეგრძელებინა კადრების მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე.

ამასთან ერთად, უკანასკნელ წლებში რუსთავის ფოლადის წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე აბსურდული სასამართლო დავა. სამწუხაროდ, ამ დავების ფარგლებში, გაუმართლებლად შეიზღუდა საწარმოს აქტივების, განსაკუთრებით კი – წიდის მარაგის გამოყენება. ჩვენ პერიოდულად ვაწვდიდით საზოგადოებას ინფორმაციას ამ დავების შესახებ. მაგალითად, ვინმე ეთერ მთვრალაშვილის სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის გამო, რომელიც 4553 ლარსა და 48 თეთრზე დაობდა, აკრძალვა დაედო კომპანიის მრავალ ათეულ მილიონიან ქონებას.

ეს შეზღუდვები ბევრად ზრდის ნედლეულის ხარჯებს საწარმოსთვის, რაც ისედაც მძიმე ფინანსურ სიტუაციაში მყოფ კომპანიას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. მენეჯმენტი იძულებულია მიმართოს მის ხელთ არსებულ ბოლო შესაძლებლობას და ხარჯების შემცირების მიზნით, მასიურად დაითხოვოს თანამშრომლები.

რუსთავის ფოლადის წინააღმდეგ წარმოებული აბსურდული დავები კვლავ განხილვის პროცესშია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოები სამართლიან, ადეკვატურ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც თავიდან აგვაცილებს კომპანიის მდგომარეობის შემდგომ გაურესებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შემცირებას.