EUGBC

Wine Diamond-ს და Emocia Wines-ს ახალი ბრენდი – Marila • მარილა – შემოუერთდა

მარილა არის ქართული, ინოვაციური საკვები პროდუქტის პირველი ბრენდი, რომელმაც ფართო აუდიტორიას – მაღაზიათა ქსელებსა და უცხოეთს, ქართული, ქვევრის ღვინის მარილი წარუდგინა. მარილაში გამოყენებულია საკვები მარილი და პრემიუმ ხარისხსი ქართული ღვინო, რომელიც პროდუქტს განსაკთურებულ ფერს და არომატს სძენს. იგი უხდება ხორცეულს (სტეიკს, მწვადს), თევზეულს, სალათებს და დესერტებსაც კი.

ამჟამად წარმოდგენილია მხოლოდ ორი სახეობა, კლასიკური სახით: საფერავისა და რქაწითელის ღვინის მარილი, რომელიც არ შეიცავს არანაირ დანამატს, როგორიცაა კოლორანტი, არომატიზატორი და სხვა. მარილა არის ალკოჰოლისგან თავისუფალი, ჯანსაღი საკვები პროდუქტი. მისი არომატი და ფერი სრულად განპირობებულია ღვინის უნიკალური თვისებებით, რომელსაც ეს უკანასკნელი გვაძლევს.

მარილა იქმნება კომპანიის მიერ შემუშავებული სპეციალური მეთოდით. პირვლი გამოწვევა იყო რეცეპტის შექმნა და ცდების ჩატარება ისეთ ძვირფას ნედლეულზე, როგორიც პრემიუმ ხარისხის ღვინოა. არაერთი წარუმატებელი ცდის შემდეგ, შეიქმნა ჩვენი კომპანიის საავტორო რეცეპტი, რითიც დღეს მარილა მზადდება. იგი უკვე დაცულია საქპატენტში, როგორც ჩვენი მეთოდური ნაშრომი. რა თქმა უნდა, დამზადების წესი დღითიდღე იხვეწება, რადგან საუკეთესო ღვინო გვაძლევს ექსპერიმენტებისა და ფანტაზიის დიაპაზონის გაშლის საშუალებას. მარილა არამხოლოდ ინოვაციური სანელებელია, არამედ საუკეთესო ქართული საჩუქარი.