EUGBC

Total income of BDO increases

 

A total income of BDO Georgia for 2015 is 7 million GEL, which is 30% increase compared to the year 2014.

Georgian Federation of Professional Accountants and Auditors published information concerning incomes of corporation members in 2015.

Since 2014 BDO Georgia proudly maintain 4th place in national ranking according to GFPAA data
2015 for the company was particularly remarkable in terms of growth in every service line.
54% growth in audit service translates into total revenue of GEL 2 million.
There is a 57% growth in BDO Legal incomes and according to the given service total incomes reach 800 000 GEL.
In the accountant service BDO Georgia  has 22% growth, total incomes reached GEL 2 million. Remarkably, BDO has the leading position in the given field in 2015 income ranking.
It should be mentioned that advisory service line has also impressive results in 2015, fee income from this service is about GEL 1 million.
“Such impressive growth is a big motivation for the firm to work even harder and offer excellent quality and seamless service to the clients.
We wish to thank all our clients for their trust and to our team members for their professionalism. Our values and ethics are built around them and for them.” says Zurab Lalazashvili, Managing Partner of BDO Georgia.

BDO is one of the largest accountancy firms in Georgia, currently 4th in national ranking, with 16-year experience in Georgian market. BDO’s core service lines are: Audit & Assurance, Tax, BSO, Advisory, Legal, BDO Solutions and BDO Academy.

BDO is an international network of public accounting, tax and advisory firms which perform professional services under the name of BDO. These firms have representation in 154 territories, with 64,300 people working out of over 1,400 offices worldwide. Overall income made by BDO network in 2015 was 7.30 billion US dollars.

 

ბიდიოს 2015 წლის შემოსავალმა 7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის შემოსავალთან შედარებით 30 %-იანი ზრდაა.

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია კორპორაციული წევრების 2015 წლის შემოსავლების შესახებ.

მოხარული ვართ გაცნობოთ რომ აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2014 წლის მსგავსად, ბიდიო რეიტინგში წამყვან მე-4 ადგილზე იმყოფება.

განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა 2015 წელი ბიდიოსთვის. გასულ წელს ყველა სერვისის მიხედვით დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა.

აუდიტის მიმართულებით დაფიქსირდა 54%-იანი ზრდა, მთლიანი შემოსავალი 2 მილიონ ლარს აღწევს.

ბიდიო ლეგალის შემოსავლები 57%-ით გაიზარდა და შემოსავალმა 800 000 ლარს მიაღწია.

საბუღალტრო სერვისებში კი 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა, სრულმა შემოსავალმა 2 მილიონ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია რომ შემოსავლების მიხედვით ამ  მიმართულებით ბიდიოს პირველი ადგილი უჭირავს 2015 წლის რეიტინგში.

სასიამოვნო სიახლეა საკონსულტაციო მიმართულებითაც, 2015 წელს ამ სერვისიდან შემოსავალმა 1 მილიონ ლარს მიაღწია.

„ეს წარმატება დიდი სტიმულია ბიდიოს გუნდის თითოეული წევრისთვის,  რომ მეტი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და უახლოეს მომავალში შემოგთავაზოთ სასარგებლო და საინტერესო სიახლეები.

აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს კლიენტს, პარტნიორობისა და ნდობისთვის და ჩვენს თანამშრომლებს განსაკუთრებული პროფესიონალიზმისთვის.“ განაცხადა ბიდიოს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა.

BDO საქართველო ბაზარზე 16 წელია წარმატებულად მოღვაწეობს და მე-4 პოზიცია უკავია წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების რეიტინგში. იგი კლიენტებს სთავაზობს გამორჩეულ მომსახურებას აუდიტორული, საგადასახადო, ბიზნეს საკონსულტაციო, აუთსორსინგის, იურიდიული, საგანმანათლებლო და ბიზნეს პროგრამული გადაწყვეტილებების მიმართულებით.

BDO International-ი წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, სადაც 64,000-ზე მეტი პროფესიონალი კადრი 154 ქვეყნის 1,408 ოფისში კლიენტებს სთავაზობს გამორჩეულ მომსახურებას. 2015 წელს ბიდიოს საერთო შემოსავალმა $ 7.30 მილიარდს მიაღწია.