FMG აკადემიის IFRS სალექციო კურსი
FMG აკადემია EUGBC-ის წევრებს “ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები ფასის” (IFRS) სალექციო კურსს 10%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, კომპანიებს უჩნდებათ ვალდებულება აუდიტორულად დაამოწმონ ფასს–ის (IFRS) შესაბამისად მომზადებული თავიანთი ფინანსური ანგარიშგება. აღნიშნული ვალდებულების დადგომა კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ფინანსების სფეროში მოღვაწე პირებისთვის ფასს (IFRS) ცოდნისა და გამოყენების უნარების ქონას.
ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად FMG აკადემია გთავაზობთ ფასს (IFRS) სალექციო კურსს, რომელიც აერთიანებს თეორიას და პრაქტიკულ მაგალითებს ჩვენი აუდიტორების ფაქტიური გამოცდილებიდან. კურსი გამიზნულია ფინანსურ სფეროში მომუშავე პირებისთვის – ბუღალტრები, აუდიტორები, ფინანსისტები და ა.შ.
სალექციო კურსი შედგება 20-25 ლექციისგან, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობის.
რეგისტრაციის ღირებულება 650 ლარი (დღგ-ს გარეშე). ერთი კომპანიიდან ორი ან მეტი თანამშრომლის რეგისტრაციის შემთხვევაში იმოქმედებს ფასდაკლება 10%. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საღამოს 7:00-დან 9:00 საათამდე სამუშაო დღეებში. EUGBC წევრებისთვის იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება 10%.
მონაწილეები მიიღებენ FMG აკადემიის შესაბამის სერტიფიკატს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ -> კურსის აღწერილობაში