BDO Solutions became SAP partner
BDO Solutions, former Integrated Business Solutions – IBS, became partner of SAP CIS, market leader in enterprise application software.
Partnership agreement was signed at BDO’s head office. Specially for the signing ceremony Mikhail Kutsenko, SAP Partner Relationship Manager visited BDO together with Levan Akhvlediani, SAP’s regional representative in Georgia.
“Partnership with SAP is the new stage for BDO Solutions, which has unique experience and expertise in the development and implementation of business software. With this status we have permission to offer various SAP solutions for Georgian market along with implementation and further support. We are pleased to take this opportunity and we are ready for global automation projects, which have very high interest from business. We think our partnership with SAP will be successful for both sides and will help SAP to become more popular in Georgia. We offer various products and industry solutions to Georgian business, including ERP solution SAP Business One. SAP Business One is more accessible, has wide functionality and can offer different opportunities to growing and ambitious business” says Levan Mklavishvili, Managing Partner of BDO Solutions.
“The idea of SAP partnership was born in the beginning of last year based on BDO global network’s strategy. When IBS become member of BDO’s group, as BDO Solutions this idea became more important. It’s important that BDO is one of the largest partners of SAP and has fruitful experience of partnership with global brand in our region. Many projects were successfully implemented by BDO member firms in Israel, Russia and Belarus. This great experience is actively shared with other members firms of our network, including BDO Georgia and Ukraine, who became SAP Partner simultaneously with us”, says Zurab Lalazashvili, Managing Partner of BDO Georgia.
BDO სოლუშენსი, ყოფილი ინტეგრირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები – IBS, ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი მსოფლიო ლიდერი კომპანია SAP CIS-ის პარტნიორი გახდა.
პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმება ბიდიოს ოფისში განხორციელდა. სპეციალურად ამ დღისათვის საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა SAP-ის პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი მიხაილ კუცენკო, რომელიც BDO-ს ოფისს SAP-ის რეგიონალურ წარმომადგენელთან ლევან ახვლედიანთან ერთად სტუმრობდა.
„SAP-თან პარტნიორობა ეს არის ახალი ეტაპი BDO სოლუშენსისთვისრომელსაც აქვს უნიკალური გამოცდილება და ექსპერტიზა ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით. ადგილობრივი პარტნიორის სტატუსი კომპანიას უფლებამოსილებას ანიჭებს ქართულ ბიზნესს შესთავაზოს SAP-ის მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები საქართველოს ბაზრისთვის და ამასთან, გაუწიოს დანერგვისა და მხარდაჭერის მომსახურება. ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და მზად ვართ განვახორციელოთ ავტომატიზაციის მასშტაბური პროექტები, რომელთა მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. ვფიქრობთ, პარტნიორობა იქნება ორმხრივად სასარგებლო და ხელს შეუწყობს SAP-ის მსოფლიო კლასის გადაწყვეტილებების პოპულარიზაციას საქართველოში. BDO სოლუშენსი ქართულ ბიზნესს SAP-ის სხვადასხვა პროდუქტსა და დარგობრივ გადაწყვეტილებას შესთავაზებს, მათ შორის აღსანიშნავია ERP კლასის გლობალური პროდუქტი SAP Business One. იგი სრულიად მიესადაგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, არის ხელმისაწვდომი და ამასთან, ფართო, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მზარდ და ამბიციურ ბიზნესს“, აცხადებს BDO სოლუშენსის მმართველი პარტნიორი ლევან მკლავიშვილი.
„SAP-თან თანამშრომლობის იდეა გასული წლის დასაწყისში გაჩნდა, ბიდიოს გლობალური ქსელის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე ეტპობრივად მზადდებოდა ნიადაგი პარტნიორობისთვის. მას შემდეგ რაც IBS-ი BDO-ს ჯგუფის წევრი გახდა როგორც BDO სოლუშენსი, საკითხმა უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში BDO-ს SAP-თან თანამშრომლობის ნაყოფიერი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. უკვე მრავალი წელია წარმატებით მიმდინარეობს ავტომატიზაციის პროექტების განხორციელება SAP-ის ბაზაზე BDO ისრაელში, რუსეთსა და ბელორუსში. ამ გამოცდილების გაზიარება აქტიურად მიმდინარეობს ქსელის წევრ სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ჩვენთან, BDO საქართველოსთან და უკრაინასთან, რომელიც ჩვენს მსგავსად ახლახანს შეუერთდა SAP-ის პარტნიორთა რიგებს“, აცხადებს BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.