Website is Under Construction

EUGBC

BDO Academy news

 

 

ბიდიომ საქმიანობის ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი – BDO აკადემიას

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2015 წლის დეკემბერში ბიდიოს საქართველოს ოფისმა საქმიანობის ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი – BDO აკადემიას.

აკადემიის მიზანია, სასერტიფიკაციო ტრენინგ პროგრამებით ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენტუნარინი, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი კადრების ჩამოყალიბებას.

პირველი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლითაც აკადემია იწყებს საქმიანობას ACCA-ს გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამებია.

ACCA არის წამყვანი სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია მსოფლიოში.

BDO აკადემიის მოსამზადებელი პროგრამები აგებულია იმ მოდელის მიხედვით, რომელიც მსმენელს დაეხმარება მარტივად ჩააბაროს ACCA-ს გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ BDO აკადემიას მრავალი საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი ACCA-ს საერთაშორისო წარმომადგენლობასთან ერთად.
გარდა გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსებისა, BDO აკადემიაში 2016 წლიდან შესაძლებელი იქნებ ACCA -ს ონლაინ გამოცდების ჩაბარებაც.
მნიშვნელოვანია, რომ მოსამზადებელი პროგრამის ტრენერებს გარდა თეორიული ცოდნისა გააჩნიათ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებაც.
BDO აკადემიის ტრენერები შერჩეულია ACCA-ს საერთაშორისო ცენტრის რეკომენდაციებით და მათი სწავლების მეთოდიკა სრულიად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს. აკადემიის ტრენერები არიან ბიდიოს თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები.

გარდა ამისა, BDO აკადემიაში ჩატარდება ტრენინგები სხვა და სხვა სფეროებში. პროგრამები განკუთვნილი იქნება, როგორც კორპორატიული ასევე ინდივიდუალური მსმენელებისთვის.
აკადემია დაინტერესებულ მსმენელებს ასევე შესთავაზებს ტრენინგებს: საგადასახადო, აუდიტის, სამართლის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
აკადემიაში შექმნილია კომფორტული გარემო სტუდენტებისთვის , მისი აღჭურვილობა სრულიად შეესაბამება მაღალი კლასის სასწავლო ცენტრის დონეს და ყველა პირობაა შექმნილი ხარისხიანი ცოდნისა და სერტიფიცირების მისაღებად.

BDO მსოფლიოს 154 ქვეყანის 1400 ოფისში, 65 000-მდე თანამშრომლით კლიენტებს სთავაზობს გამორჩეულ მომსახურებას აუდიტორული, საგადასახადო, ბიზნეს საკონსულტაციო, აუთსორსინგის და იურიდიული მიმართულებით.

www.bdo.ge/academy

 

BDO GEORGIA HAS LAUNCHED BDO ACADEMY

We are pleased to inform you, that in December 2015 BDO Georgia launched a professional trainings and educational unit within the firm, the BDO Academy which is a natural extension of BDO’s long lasting practice of lectures and seminars delivered for the wide range of listeners.

Main goal of the Academy is to provide the highest standard of business trainings to contribute to the competent and educated workforce on the local market.

The first significant project of the Academy is ACCA preparation courses. ACCA is the world’s leading Association of Certified and Corporate Accountants.

BDO Academy’s preparatory program models are designed specifically to assist the program participants to successfully pass examinations.

BDO Academy has planned number of interesting projects with International representatives of ACCA.

In addition to the ACCA exams preparatory courses, starting from 2016 BDO Academy will be hosting the ACCA computer based exams (CBE).

We highly value that the trainers for the preparatory programs have both theoretical knowledge and significant working experience in their fields.

Trainers of BDO Academy are selected in accordance to the recommendations of International Center of ACCA and their teaching methods and in line with international requirements. Trainers of the Academy are BDO employees and invited readers.

BDO Academy programs are designed both for corporate and individual needs.

The Academy will offer courses in Tax, Accounting, Law and IT.

BDO Academy is designed to be comfortable for students, the working facilities correspond with high-class educational centers and all preconditions for receiving high quality education and certification are met.

BDO is an international network of public accounting, tax and advisory firms which perform professional services under the name of BDO.

www.bdo.ge/academy