EUGBC

შესაძლებლობები ადგილობრივი ბიზნესისთვის – სემინარი მარნეულში

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, 8-9 სექტემბერს მარნეულში “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების” (DCFTA) 

ფარგლებში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებულ შესაძლებლობებზე სემინარი ჩატარდა.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა  ევროკავშირ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მიმდინარე რეფორმების, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო ფართოდ გაეცნობა რათა მათ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქციის წარმატებული ექსპორტისა და ბიზნესის განვითარებისთვის.

ევროპის ფონდის მხარდაჭერით სემინარი ჩაატარა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ. მარნეულის გარდა, იგივე შინაარსის სემინარი ტარდება საქართველოს  8 მუნიციპალიტეტში და მასში მონაწილეობას მიიღებენ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ევროპის ფონდისა და EUGBC-ის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირთან საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესახებ.

ევროპის ფონდი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში აქტიურად უწყობს ხელს სამოქალაქო თანამონაწილეობას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

EUGBC-ს ორგანიზაციული მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაძლიერებას და წლების განმავლობაში აქტიურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმარათულებით.