EUGBC

მრგვალი მაგიდა GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტზე გადასვლა – სახელმწიფო მხარდაჭერა, პერსპექტივები და გამოწვევები

 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით მიმდინარე წლის 25 იანვარს გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტზე გადასვლა – სახელმწიფო მხარდაჭერა, პერსპექტივები და გამოწვევები“.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაილეობა მიიღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა; ჯანდაცვის მინიტრის პირველმა  მოადგილემ თამარ გაბუნიამ;  სსიპ-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ; ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა, ასევე ფარმაცევტული ბიზნეს ასოციაციებისა და  EUGBC-ის წევრი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა.

საგულისხმოა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აქტიური ჩართულობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან (ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში); ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე  ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან კომუნიკაციის შედეგად, საქართველოში ფარმაცევტული საწარმოებისთვის GMP-ის სტანდარტის დანერგვის კუთხით რეალური მხარდამჭერი მექანიზმები ამოქმედდა, მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს:

  • საექსპორტო ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისათვის, საქართველოს ნაციონალური GMP-ის სტანდარტის ფლობის ვალდებულებისგან გათავისუფლება 2025 წლის 1 იანვრამდე;
  • მხარდაჭერა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში;
  • ფარმაცევტული საწარმოებისთვის მათ მიერ გაწეულ ხარჯებზე (მათ შორის, მანქანადანადგარების იმპორტზე) გადახდილი დღგ-ს დაბრუნების ან სხვა გადასახადებში ჩათვლის უფლების მინიჭება.

მრგვალ მაგიდაზე განხორციელდა ზემოხსენებული დადებითი გადაწყვეტილებების წარმოჩენა, ასევე განხილულ იქნა GMP-ი სტანდარტის დანერგვის კუთხით დარჩენილი გამოწვევები და ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად მათი შესაძლო გადაჭრის გზები.