ინვესტორთა საბჭოს სხდომა
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ და EUGBC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კაჭარავამ 25 ნოემბერს მონაწილეობა მიიღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაში, რომელზეც სხვა განხილულ საკითხებს შორის იყო EUGBC-ს მიერ გახმოვანებული მიმართულებები, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და პრივატიზაციის საკითხი, ასევე, განახლებული სამთავრობო საინვესტიციო პაკეტის ინიციატივა.