EUGBC

MKD HIGHLY RANKED BY THE LEGAL 500

 

Mgaloblishvili Kipiani Dzidziguri has once again been highly ranked by ‘The Legal 500’, one of the world’s best-known and most prestigious legal directories. MKD was ranked in the highest tier (Tier 1) in 3 major areas of practice:

• Banking and Finance;

• Commercial, Corporate and M&A;

• Real Estate and Construction (and Projects).

According to The Legal 500, MKD is ‘the “go-to” law firm for international clients and cross-border matters’; its ‘highly professional team has strong expertise in M&A and general corporate issues’. The firm ‘is heavily involved in loan financing and capital markets matters’ and ‘has extensive experience in project finance, construction and real estate matters’. The directory also recognizes our dispute resolution practice, and highly praises how MKD’s arbitration & litigation team handles local and cross-border disputes.

Traditionally, MKD’s team of prominent lawyers have always been well-regarded by the researchers: all of the firm’s partners—David Dzidziguri, Victor Kipiani, Archil Kbilashvili, Irakli Mgaloblishvili and Vakhtang Shevardnadze—are recognized for their outstanding expertise in M&A and general corporate issues. More specifically, Vakhtang Shevardnadze is noted for his strong skillset in project finance and maritime and energy-related disputes, while Irakli Mgaloblishvili is recommended for project finance and construction matters as well as international arbitration issues. Victor Kipiani is highly ranked for his extensive expertise in banking and project finance and real estate related matters, and the guide refers to Archil Kbilashvili as an expert in litigation and arbitration.

Besides MKD’s partners, Giorgi Kankava, one of the firm’s most experienced lawyers, is also noted for his banking and project finance work, and Mariam Antia and David Metskhovrishvili are yet again listed as ‘Next Generation Lawyers’ based on the feedback of the firm’s clients and peers.

We are very proud of the fact that our outstanding achievements and successful performance over the past year have earned us this prestigious and well-earned recognition, which serves as a strong motivation for our further business and professional development.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული იურიდიული ცნობარი The Legal 500′ იურიდიულ ფირმას „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური” (MKD) კვლავ მაღალ შეფასებას აძლევს.  MKD-ს უმაღლესი (პირველი) თანრიგი მიენიჭა პრაქტიკის სამ ძირითად სფეროში:

  • ბანკები და ფინანსები;
  • კომერციული, კორპორატიული და M&A;
  • უძრავი ქონება და მშენებლობა (პროექტები).

The Legal 500-ის მიხედვით MKD „ის ფირმაა, რომელსაც საერთაშორისო კლიენტები სხვადასხვა იურისდიქციის მქონე საქმეების დროს მიმართავენ”, ფირმის მაღალკვალიფიციური იურისტების გუნდს დიდი გამოცდილება აქვს M&A-სა და ზოგად კორპორატიულ სამართალში”. MKD „აქტიურადაა ჩართული სესხით დაფინანსებისა და კაპიტალის ბაზართან დაკავშირებულ საკითხებში” და „საპროექტო ფინანსირების, სამშენებლო და უძრავი ქონების სამართლის სფეროში დიდი გამოცდილება გააჩნია”. ცნობარი, ასევე, გამოარჩევს ჩვენი ფირმის დავების მოგვარების პრაქტიკას და არბიტრაჟსა და სასამართლო დავებზე მომუშავე გუნდის მიერ ადგილობრივი თუ საერთაშორისო დავების გადაწყვეტის პრაქტიკას მაღალ შეფასებას აძლევს.”

აღსანიშნავია, რომ MKD-ს წამყვანი იურისტები ყოველთვის მაღალ შეფასებებს იღებენ: ფირმის ხუთივე პარტნიორი – დავით ძიძიგური, ვიქტორ ყიფიანი, არჩილ კბილაშვილი, ირაკლი მგალობლიშვილი და ვახტანგ შევარდნაძე – აღიარებულები არიან M&A და კორპორატიული სამართლის ზოგად საკითხებში მათი გამორჩეული ექპერტიზის გამო. უფრო კონკრეტულად კი, ცნობარის მკვლევარები ვახტანგ შევარდნაძის ერთერთ ძლიერ მხარედ როგორც საპროექტო ფინანსირების, ასევე საზღვაო და ენერგეტიკის სფეროებთან დაკავშირებული დავების მოგვარების უნარს მიიჩნევენ. ირაკლი მგალობლიშვილს საპროექტო ფინანსირების, სამშენებლო სამართლისა და საერთაშორისო არბიტრაჟის საკითხებთან დაკავშირებით უწევენ რეკომენდაციას. ვიქტორ ყიფიანი საპროექტო ფინანსირების, უძრავი ქონებისა და საბანკო სამართლის სფეროში პირველ თანრიგოსნადაა რანჟირებული. არჩილ კბილაშვილი კი შეფასებულია როგორც სასამართლო დავებისა და არბიტრაჟის ექსპერტი.

პარტნიორების გარდა ცნობარმა, The Legal 500, ფირმის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი იურისტი, გიორგი კანკავა საბანკო და საპროექტო ფინანსირების სფეროში მის მიერ გაწეული სამუშაოსათვის გამორჩეულად შეაფასა. მარიამ ანთია და დავით მეცხოვრიშვილი კიდევ ერთხელ მოხვდნენ „მომავალი თაობის იურისტების” სიაში, რომელიც ფირმის კოლეგებისა და კლიენტების შეფასებებზე დაყრდნობით შედგა. 

ვამაყობთ, რომ გასული წლის მანძილზე წარმატებით შესრულებულმა სამუშაომ და მიღწეულმა შედეგებმა დამსახურებულად მოგვიტანა ასეთი პრესტიჟული აღიარება, რაც  ჩვენი პროფესიული ზრდისა და შემდგომი განვითარებისათვის დიდ სტიმულს წარმოადგენს.