EUGBC

BIA ANNUAL INVESTMENT FORUM “GEORGIA – LAND OF OPPORTUNITIES”.

Representatives of EU-Georgia Business Council participated in BIA ANNUAL INVESTMENT FORUM “GEORGIA – LAND OF OPPORTUNITIES”.  Executive Director of EUGBC, Giorgi Kacharava head to the panel which aimed to discuss one of the most important issue for Georgia – Investment opportunities in agriculture and prospects for Georgia’s export. Representatives of EUGBC attended the working panels of the following forum.
The one-day forum brought together over 500 chief executives drawn from politics, the business community, international financial institutions, embassies, chambers, international organizations, associations and media to create a platform for communication between investors and local companies and to direct sales and open networking opportunities for both local and international businesses.

The BIA forum aimed to discuss financial and capital markets, to critically examine all major aspects and will propose the steps for accelerating the pace of development of the economy. Panel Sessions covered investment opportunities in all major industry sectors in the country like infrastructure and energy, hospitality and real estate, agriculture and food industry.
“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „ბია“–ს საინვესტიციო ფორუმში სახელწოდებით, „საქართველო – შესაძლებლობების ქვეყანა”.
ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კაჭარავა, როგორც მოდერატორი, გაუძღვა პანელურ სესიას ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე – საინვესტიციო შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში და საქართველოს საექსპორტო პოტენციალი. ფორუმს დაესწრნენ EUGBC-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.
ფორუმმა დღის განმავლობაში უმასპინძლა 500-მდე დელეგატს, კერძოდ კი, სამთავრობო და დიპლომატიური მისიების, სავაჭრო პალატებისა და ასოციაციების პირველ პირებს, ბიზნესმენებს, ექსპერტებს, ინვესტორებს, კონსულტანტებს, საერთაშორისო ფონდების, საშუამავლო და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს არა მარტო საქართველოდან, არამედ აშშ-დან, ავსტრიიდან, ბელორუსიიდან, თურქეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ფორუმის მიზანი იყო ქვეყნის ფინანსურ ცენტრად პოზიციონირება რეგიონში და საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის გაცნობა უცხოელი დელეგატებისთვის. მონაწილეები სახელმწიფოს და ბიზნესის პირველი პირებისაგან გაეცნენ მიმდინარე და პერსპექტიულ პროექტებს ინფრასტრუქტურასა და
ენერგეტიკაში, ტურიზმსა და უძრავ ქონებაში, სოფლის მეურნეობასა და კვების ინდუსტრიაში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია ღია და დახურულ (B2B) შეხვედრებზე.