EUGBC

Presentation of a new book authored by Zviad Chumburidze

Today, Tbilisi State University (TSU) hosted presentation of a new book titled “Athos – Spring of the Patriarch” authored by Mr. Zviad Chumburidze, which is dedicated to his Holiness, Ilia II, Patriarch of Georgia and his official visit to Mount Athos.
Mr. Zviad Chumburidze was an Ambassador of Georgia to Hellenic Republic at that time and the book is a mixture of his memories and unique photo material taken while the visit.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ევროკავშირი-ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივნის, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად ჭუმბურიძის წიგნის – „ათონი – პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა. „ათონი – პატრიარქის გაზაფხული“ ასახავს 2004 წელს ათონის მთაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ვიზიტს, რომლის დროსაც მან ასევე მოინახულა დიდი ლავრისა და ქსეროპოტამის მონასტრები. ილია II იყო პირველი ქართველი პატრიარქი, რომელიც ათონის მთას ეწვია და ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოილოცა. ზვიად ჭუმბურიძემ, რომელიც 2003-2007 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირადი მოგონებები და მისივე გადაღებული უნიკალური ფოტომასალა წიგნად გამოსცა (გამოცემაში წარმოდგენილია თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგისა და ექვთიმე მთაწმინდელის ხელნაწერი სახარების ამსახველი ფოტოები. ეს უნიკალური რელიკვიები ნაწილია იმ დიდი ეროვნული განძისა, რომელიც ივერონის საცავშია დაცული).

წიგნის ერთ–ერთი მთავარი დანიშნულებაა მომავალ თაობებს შემოუნახოს ინფორმაცია პატრიარქის ამ ისტორიული ვიზიტისა და ათონის მთის შესახებ. ათონის მთას ქრისტიანულ მართმადიდებლურ რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი უკავია. ივერიის ქართველთა მონასტერი მე-10 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით ქართული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი იყო, რამაც დაახლოვა ქვეყანა ევროპულ ღირებულებებსა და კულტურასთან.