Website is Under Construction

EUGBC

“ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო”-ს განცხადება

 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო მხარდაჭერას უცხადებს „თიბისი ბანკს“ მათ მიმართ დაუსაბუთებელი ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ, რომელსაც ეწევიან მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენლები.

საბანკო სექტორი ქართული ბიზნეს სპექტრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიმართულებაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის და უცხოელი პარტნიორების ჩვენი ქვეყნით დაინტერესების საქმეში.

აქედან გამომიდინარე, თითოეული არასწორი და დაუსაბუთებელი განცხადება მასმედიის ნებისმიერი ჯგუფის თუ ორგანიზცაციის მიერ იწვევს ქართული ბიზნეს გარემოს დისკრედიტაციას და იმიჯის შელახვას.

მიგვაჩნია რომ „თიბისი ბანკის“ მიმართ ამ ტიპის კამპანია დაუშვებელია და თუ კი რაიმე შეკითხვები არსებობს, ის სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოექცეს.

ევროკავშირთან „ასოციერების ხელშეკრულების“ ხელმოწერის შემდგომ, ქართულ კომპანიებს უნიკალური შანსი ეძლევათ თავი დაიმკვიდრონ ევროპულ ბაზარზე.

ამგვარი მიზანმიმართული ცილისმწამებლური განცხადებები კი აზიენებს როგორც ბიზნეს კომპანიების, ასევე ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს.